მართავენ თუ არა ციხეებს “მაყურებლები” – მინისტრის განმარტება
საპატიმრო დაწესებულებებს ადმინისტრაცია მართავს და არა “მაყურებლები”, მე ამის სრულ გარანტიას გაძლევთ, აღნიშნული განცხადება სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა.
“არაერთხელ მითქვამს და კიდევ განვმეორდები, რომ შესაძლებელია, სისტემაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან საკუთარი გავლენის მოპოვებას, ამას ჩვენი სისტემა ვერ წაახალისებს. დაწესებულება მართავს თავიდან ბოლომდე მთლიანად სისტემას და არა მაყურებლები. მე არ ვიცი, ვინ ვის ეძახის “მაყურებელს”. შეიძლება თვითონ მსჯავრდებულებმა ვიღაცა აღიარონ, ვიღაცას მისცენ ერთგვარი პრივილეგია, ჩვენ დაწესებულება ამის წახალისებას ვერ გააკეთებს. ადმინისტრაცია მართავს ყველა დაწესებულებას, მე ამის სრულ გარანტიას გაძლევთ. აქვე მინდა დავადასტურო, რომ მე ვიქნები ძალიან მკაცრი და სამართლიანი”, – განაცხადა მღებრიშვილმა. რაც შეეხება კითხვას, ავთენტურა თუ არა გავრცელებული ჩანაწერები მინისტრის თქმით, ამით შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან და გააკეთებენ განცხადებებს.