სლოვაკეთის პრემიერს ოპერაცია მეორედ ჩაუტარდა – მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს ოპერაცია მეორედ ჩაუტარდა. ის კვლავ მძიმე მდგომარეობაშია, – ამის შესახებ ბანსკა-ბისტრიცას საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა, სადაც ფიცო იმყოფება.

მისივე თქმით, ექიმებმა განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფიის შემდეგ გადაწყვიტეს კიდევ ერთი ოპერაციის ჩატარება, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შემდეგ დარჩენილი ნეკროზული ქსოვილების მოსაშორებლად.

„სამედიცინო ჯგუფმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პაციენტის მდგომარეობა დადებით პროგნოზთან მიახლოებულიყო“, – აღნიშნა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინიაკმა.

როგორც მან აღნიშნა, ფიცოს მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კვლავ ძალიან მძიმე რჩება.

შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ცეცხლი 15 მაისს გაუხსნეს, ის ჰოსპიტალში არის გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები