საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა გაიმართება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეში ბრალდებული ბაჩო ახალაიას საქმის არსებითი განხილვა განახლდება.
ამ საქმეში ბრალდებულები არიან ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტოს მაღალჩინოსნები ლევან და მეგის ქარდავები და გიორგი მაზმიშვილი.
პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ და მოწმეებს დაკითხავენ. სასამართლოს ამ დროისთვის დაცვის მხარის 30-მდე მოწმე ჰყავს დაკითხული.
პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, დაცვის მხარემ დღემდე ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას გააბათილებდა.
“დაცვის მხარე აგრძელებს თავიანთი მოწმეების წარმოდგენას სასამართლო პროცესზე, თუმცა მათ დღემდე ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას გააბათილებდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ ბაჩანა ახალაიას და სხვათა ბრალეულობა მიმდინარე სასამართლო პროცესებზე უტყუარად დავადასტურეთ “,- განაცხადა წიკლაურმა.
ასევე დაგეგმილია 29 სექტემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დათა ახალაიას დისტანციური დაკითხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები