პუტინი ეგვიპტის პრეზიდენტად სამხედრო გადატრიალების ერთ-ერთ ლიდერს უჭერს მხარს
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განაცხადებით, იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერს ეგვიპტის სამხედრო ხელმძღვანელის აბულ ფატაჰ ალ-სისის კანდიდატურას. პუტინი ალ-სისის 13 თებერვალს მოსკოვში შეხვდა, სადაც მათ შეიარაღებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ალ-სისის დიდი წვლილი მიუძღვის 2012 წლის ივლისში ეგვიპტის პრეზიდენტ მუჰამედ მურსის გადაყენების საქმეში. ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები აპრილის შუა რიცხვებისთვის არის დანიშნული. ანალიტიკოსების თქმით, აბულ ფატაჰ ალ-სისის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს, რასაც მისი პოპულარობა და სერიოზული მეტოქეების არარსებობა განაპირობებს.