Bloomberg: აშშ-მა უკრაინაში შესაძლოა, Patriot-ის კიდევ ერთი სისტემა გაგზავნოს

აშშ უკრაინაში Patriot-ის კიდევ ერთი სისტემის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს.

ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი და მათი მოკავშირეები ცდილობენ, დააკმაყოფილონ კიევის საჭიროებები, რაც, გახშირებული რუსული იერიშების ფონზე, საჰაერო თავდაცვას გულისხმობს.

წყაროების თქმით, შეერთებულ შტატებში განიხილავენ კიდევ ერთი სისტემის გაგზავნას რადარებთან ერთად.

უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე ასევე ევროპელი მოკავშირეები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები