23 სექტემბერი

10:30
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სოციალურად დაუცველ 17 წლის ოთარ გუნიავას მოინახულებს და საყოფაცხოვრებო ტექნიკას გადასცემს. მისამართი: ჩიტაიას ქ. №8
11:00
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში, პარლამეტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პრეზიდენტთან შეხვედრა, რომელიც დღეს არის დაგეგმილი. უშანგი ჩხეიძის #23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:00
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, საქართველოში ებრაელთა დამკვიდრების 26 საუკუნის საიუბილეო თარიღი აღნიშნება, რომელიც საქართველოში ებრაული ენის კათედრის დამაარსებლის, აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლის ხსოვნას მიეძღვნება. მისამართ: უზნაძის 52 საკონტაქტო პირი: ნათია პაპავა 577 17 33 25
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი, ციხის ამბებზე, სააკაშვილის დაყადაღებულ ქონებაზე და პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.
11:00
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ლიტვის სეიმის (პარლამენტის) ლიტვა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრას გამართავს. თბილისი, პარლამენტი,თავმჯდომარის სათათბირო ოთახი

11:00
მოსკოვის გამზირზე, თბილისის მერი დავით ნარმანია, ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობას საფუძველს ჩაუყრის. მისამართი: მოსკოვის გამზირი, მე-5 კვარტალი (მოსკოვის გამზირის 45-ს და 47-ს შორის)
11:00
NEW
ვაკის გამგეობის მიმდებარე სკვერში, ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის, სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნება. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდონარე გიორგი ალიბეგაშვილი და ჩეხეთიდან ჩამოსული დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. მისამართი: თამარაშვილის №10.
11:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ექსპერტი მამუკა არეშიძე, მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე, ბრიფინგს გამართავს. თემა: სააკაშვილის დაყადაღებულ ქონება და იმართება თუ არა საპატიმროები კრიმინალური სამყაროს მიერ.
12:00
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ციხეებში არსებული ვითარება და დასაჭერთა „შავი სია“. მისამართი: უშანგი ჩხეიძის #23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65

12:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაციები “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი”, “საზოგადოებრივი დამცველი”, “ადამიანის უფლებათა ცენტრი”, “სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის” წარმომადგენელები პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: საქართველოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საკანონმდებლო ბაზის საერთაშორისო სტანდარტებთან სრული ჰარმონიზაცია.
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი რეალობისთვის“ დამფუძნებელი მერაბ შათირიშვილი, ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.
12:00
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე, ლიტვის სეიმის (პარლამენტის) ლიტვა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდება. თბილისი, პარლამენტი, კომიტეტის სათათბირო ოთახი
12:00
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
12:00
“ქორთიარდ მარიოტში”, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია “არბიტრაჟთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ” ბიზნეს-ლანჩს გამართავს.

12:00
“თბილისში მერიოტში” დეველოპერული კომპანია მ2-ის, სრულიად ახალი სამშენებლო ხაზის ოპტიმას, საცხოვრებელი კომპლექსის პრეზენტაცია გაიმართება.
12:30
“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში პროფესორი, დოქტორი, ისტორიკოსი მიხეილ ღონიკაშვილი და ადვოკატი გაგა ფილაური სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ.
13:00
“პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” წარმომადგენელი ნათია იმნაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ციხეებში არსებული ვითარება, გარდაცვლილი პატიმრები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში მოჭიდავე რამაზ ნოზაძე და სპორტსმენი მანუჩარ კვირკველია, ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ.

13:00
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, კომიტეტის სხდომათა დარბაზი N616
13:00
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა კიკნაველიძე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორთან, პროფ. ცირა ბარამიძესთან შეხვედრას გამართავენ. თბილისი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სათათბირო ოთახში N317
13:00
აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი, თბილისში გამხმარი ხეების ჭრასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი, აგრარული უნივერსიტეტის გვერდით, ეკლესიასთან.
13:00
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პარტიის ოფისში ბრიფინგს გამართავს. მისამართი: ჯავახიშვილის №88
13:00
იმერეთის რეგიონში, ადგილობრივი მნიშვნელობის ქვედა საქარა-საზანოს (კმ1–კმ14) საავტომობილო გზაზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე, იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ალეკო იოსებაშვილი და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჰენრი კერალი, ქვედა საქარა-საზანოს საავტომობილო გზის 13,4 კილომეტრიან რეაბილიტირებულ მონაკვეთს ოფიციალურად გახსნიან.

14:00
საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი რეალობისთვის“ წევრები, მერვე დღეა ფეხით მოემართებიან ქუთაისიდან თბილისისაკენ, მსველობას გააგრძელებენ დავით აღმაშენებლის ძეგლიდან მთავრობის სასახლემდე, სადაც 17:00 საათისათვის გამართავენ მშვიდობიან აქციას, ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით.
14:00
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ბრიფინგს გამართავს და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონებაზე, სასამართლოს მხრიდან ყადაღის დადების გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებას წარმოადგენს. მისამართი: ვაზისუბნის ქ. #7 საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44
15:00
საქართველოს პარლამენტის საქართველო-ლიტვის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვალერი გელაშვილი, ლიტვის სეიმის (პარლამენტის) ლიტვა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრას გამართავს.
15:00
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისის პარლამენტი, კომიტეტის სათათბირო ოთახი
15:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ბიუროს სხდომა გაიმართება.

15:00
თბილისის მერიის წინ, თსუ–ის სტუდენტები აქციას გამართავენ და მაღლივ კორპუსთან დაგეგმილი გაზგასამართი სადგურის აშენებას გააპროტესტებენ. საკონტაქტო პირი: ირაკლი კუპრაძე 595 08 45 33
16:00
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი, ლიტვის სეიმის (პარლამენტის) ლიტვა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდება.
17:00
საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძე და საბჭოს წევრები, ლიტვის სეიმის (პარლამენტის) ლიტვა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრას გამართავენ.
17:00
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელთან, ფილიპ დიმიტროვთან შეხვედრას გამართავს. პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი
17:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები