მაკა ბოჭორიშვილი: მე არ ვიცი, მეთიუ მილერი თავად რამდენად კარგად იცნობს ამერიკის კანონმდებლობას და თავად FARA-ს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველომ ძალიან კარგად გაიგო, რას წარმოადგენს ამერიკული FARA

მმართველი გუნდის წევრი, მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა.

„მე არ ვიცი, ბატონი მილერი თავად რამდენად კარგად იცნობს ამერიკის კანონმდებლობას და თავად FARA-ს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველომ ძალიან კარგად გაიგო, რას წარმოადგენს ამერიკული FARA და როგორ ხდება მასში ადამიანების, თუ ორგანიზაციების დარეგისტრირება. იმაზე აპელირება, რომ FARA-ში არის მხოლოდ და მხოლოდ უცხო მთავრობის მიერ დაფინანსებული პირები დარეგისტრირებული, ნამდვილად არ არის სიმართლე გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ თვითონ ვნახეთ საკმაოდ ბევრი ადამიანი მოხვედრილი FARA-ს რეესტრში, რომელიც არ წარმოადგენენ უცხო ქვეყნის ხელისუფლებას და მთავრობას. აქედან გამომდინარე, ეს არცოდნა, ან სიცრუე რისთვის არის განკუთვნილი“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, მეთიუ მილერმა განაცხადა: ,,FARA ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს – წარსულში ეს ცრუ შედარებები მინახავს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები