“მოკავშირეთა ოპერატიული მხარდაჭერისთვის 35 ათასამდე გერმანელი სამხედროა მზად” – ოლაფ შოლცი

გერმანიის 35 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა მზად – საგანგებო ვითარების შემთხვევაში, მოკავშირეებს დახმარება აღმოუჩინოს.

ამის შესახებ კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ლატვიაში ბალტიისპირეთის ქვეყნების მთავრობების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე თქვა.

მან აღნიშნა, რომ ბალტიის ქვეყნებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება “დაძაბული რჩება” და გაიხსენა, რომ ორი წლის წინ გერმანიამ ესტონეთის საჰაერო სივრცის დაცვის ამოცანა დაისახა, წელს კი – ლატვიის. გარდა ამისა, ბუნდესვერი ლიეტუვაში ბრიგადას განათავსებს.

“თითქმის 35 ათასი გერმანელი სამხედროა მზად, ოპერატიულად აღმოუჩინოს მხარდაჭერა ჩვენს მოკავშირეებს, საგანგებო ვითარების შემთხვევაში”, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მისი თქმით, “გერმანია მზად არის, ნატოს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრი დაიცვას”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები