ზურაბ ქადაგიძე – აქციის მონაწილეებზე: გმირთა მოედანზე სასწრაფოს არ გაუვლიაო… ამათ ჰგონიათ, რომ საკუთარ „ბაბლს“ გამოათაყვანებენ და მოქალაქეები მშვიდად შეხვდებიან მავნებლობას

გმირთა მოედანზე სასწრაფოს არ გაუვლიაო… ამათ ჰგონიათ, რომ საკუთარ „ბაბლს“ გამოათაყვანებენ და მოქალაქეები მშვიდად შეხვდებიან მავნებლობას, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აქციის მონაწილეების მხრიდან გმირთა მოედანზე გზის გადაკეტვის შესახებ.

ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალს, რომ გადაკეტავ და ხელოვნურად შექმნი კოლაფსს, სხვა ქუჩებზე გაუჭირდება გადაადგილება სასწრაფოს ან სახანძრო დახმარების მანქანებს. მისივე თქმით, აქციის მონაწილეებს სულ ფეხზე ჰკიდიათ მოქალაქეები ისევე, როგორც გუშინ ეკიდათ მთელი ქალაქი, როცა წვავდნენ და ლეწავდნენ ყველაფერს.

„გმირთა მოედანზე სასწრაფოს არ გაუვლიაო…

ამათ ჰგონიათ, რომ საკუთარ „ბაბლს“ გამოათაყვანებენ და მოქალაქეები მშვიდად შეხვდებიან მავნებლობას…

ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალს, რომ გადაკეტავ და ხელოვნურად შექმნი კოლაფსს, წარმოიდგინეთ სხვა ქუჩებზე როგორ გაუჭირდება გადაადგილება სასწრაფოს ან სახანძრო დახმარების მანქანებს, თუმცა ამათ სულ ფეხზე ჰკიდიათ მოქალაქეები ისევე, როგორც გუშინ ეკიდათ მთელი ქალაქი, როცა წვავდნენ და ლეწავდნენ ყველაფერს…

მიდი, ეგრე გააგრძელეთ და ბოლოს, რას მოიგებთ ნიკა გვარამიას გაუზიარეთ საერთო ჩათებში…“, – წერს ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები