აშშ რუსეთს უკრაინაში აკრძალული იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც მოსკოვისთვის მორიგი სანქციების დაწესებას შეეხებოდა.
აღნიშნულია, რომ სანქციების დაწესების მიღების მიზანია – გაიზარდოს მოსკოვის ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია გარე აგრესიასა და შიდა რეპრესიებთან.
სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს ხლორპიკრინის გამოყენებაში – ცრემლსადენი და მხუთავი გაზის, რომელიც აქტიურად პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა. მისი გამოყენება ქიმიური იარაღის გამოყენების კონვენციით არის აკრძალული.
აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა სანქციათა ახალ სიაში 200-ზე მეტი ფიზიკური პირი და კომპანია შეიყვანა. სახელმწიფო დეპარტამენტმა კი თავის მხრივ, კიდევ 80 კომპანიას და პირს დაუწესა შეზღუდვები, მასში შეიყვანეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რადიოლოგიური, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარები.