ზაალ ანჯაფარიძე: სახალხო დამცველმა როგორც იურისტისთვის, ისე მისი თანამდებობისთვის სრულიად არაადეკვატური და სახიფათო განცხადება გააკეთა – ეს არის პირდაპირი ნიშანი, რომ ის გამოდის როგორც მხარე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ: „ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების გათავისუფლება შეიძლება იყოს ლეგიტიმური მოთხოვნა“.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ეს არის პირდაპირი ნიშანი რომ ის გამოდის როგორც მხარე.

„ამჟამინდელი სახალხო დამცველი პროფესიით იურისტია. დღეს მან გააკეთა როგორც იურისტისთვის, ისე მისი თანამდებობისთვის სრულიად არაადეკვატური და სახიფათო განცხადება: „ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების გათავისუფლება შეიძლება იყოს ლეგიტიმური მოთხოვნა“.

რას ნიშნავს „შეიძლება იყოს?“ ეს არის პირდაპირი ნიშანი რომ ის გამოდის როგორც მხარე“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები