პარლამენტთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ჩიტაძის ქუჩაზე დაპირისპირებაა.

სამართალდამცველებმა მოქალაქეები პარლამენტის გვერდითა შესასვლელს ძალის გამოყენებით განარიდეს.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანაც.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის შეზღუდულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები