უკრაინაში ომის დაწყებიდან 545 ბავშვი დაიღუპა – უკრაინის გენერალური პროკურატურა

რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის შედეგად 545 უკრაინელი ბავშვი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ასევე, 1309-ზე მეტმა ბავშვმა სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა მიიღო.

ყველაზე მეტი მსხვერპლი დონეცკის (529); ხარკოვის (348); ხერსონის (150); დნეპროპეტროვსკის (136); კიევის(130); ზაპოროჟიეს (108) და ნიკოლაევის(104) რეგიონებშია.

პროკურატურის ცნობით, 29 აპრილს ოდესაზე მიტანილი იერიშის შედეგად სამი ბავშვი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები