ურსულა ფონ დერ ლაიენი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირში “ტიკტოკი” დაიბლოკოს

ევროკომისიის თავმჯდომარე, ურსულა ფონ დერ ლაიენი არ გამორიცხავს, რომ “ტიკტოკი” შესაძლოა, ევროკავშირის სივრცეში დაიბლოკოს.

ამის შესახებ Politico წერს.

“არ არის გამორიცხული”,- განაცხადა ფონ დერ ლაიენმა მაასტრიხში გამართულ ღონისძიებაზე დასმულ კითხვაზე პასუხად.

მისი თქმით, ევროკომისია “მსოფლიოში პირველი ორგანიზაცია გახდა, რომელმაც “ტიკტოკი” კორპორაციულ ტელეფონებზე აკრძალა”.

“ჩვენ ვიცით, რა საფრთხეს შეიცავს “ტიკტოკი”,- დასძინა მან.

ევროკავშირმა 2023 წლის 25 აგვისტოს 19 ონლაინ-პლატფორმაზე კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელთა რიცხვში მოიაზრება X, TikTok, Instagram, YouTube, Google და Amazon Store.

აშშ-მა მიიღო კანონი, რომლის მიხედვით “ტიკტოკი” უნდა გაიყიდოს ან ქვეყნის მასშტაბით აიკრძალოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები