გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი შეიცავს Skynex-ის საზენიტო-საარტილერიო სისტემას, საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტებსა და საარტილერიო საბრძოლო მასალას.

კერძოდ, გამოყოფილი დახმარების სია ასეთია:

  • Skynex-ის კომპლექსი საბრძოლო მასალებით;
  • რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის Iris-T SLM;
  • საბრძოლო მასალა Leopard 2 ტანკებისთვის;
  • 30 000-მდე საბრძოლო მასალა „გეპარდის“ საზენიტო იარაღისთვის;
  • 155 მმ კალიბრის 7 500 000 საარტილერიო საბრძოლო მასალა;
  • 10 „მარდერის“ ჯავშანტრანსპორტიორი სათადარიგო ნაწილებით და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები