ზელენსკი: უკრაინა ნატოში მიწვევას იმსახურებს

უკრაინა იმსახურებს მიწვევას ნატოში, ხოლო ალიანსს არ აქვს უფლება გადაუხვიოს საკუთარი წესებიდან მხოლოდ იმიტომ, რომ კრემლს ასე სურს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ვისაუბრეთ ვაშინგტონში ნატოს წლევანდელი სამიტის მომზადებაზე. უკვე ამ ეტაპზე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამიტი შეიძლება გახდეს ალიანსის სიძლიერის მომენტი. ან არა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე განმარტებით, ვაშინგტონის სამიტზე გადაწყდება, ექნებათ თუ არა ალიანსის ორგანოებს უკრაინის მეშვეობით ნატოს გაძლიერებაზე ვეტოს დადების შესაძლებლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები