ჟერარ დეპარდიე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ფრანგი მსახიობი, ჟერარ დეპარდიე პარიზში სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს – ის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება, სადაც კითხავენ.

ამის შესახებ BFMTV იტყობინება და აღნიშნავს, რომ დაკითხვის შედეგად მსახიობი შესაძლოა, პატიმრობაში დატოვონ.

ჟერარ დეპარდიე ბრალდებებს უარყოფს.

ფრანგი მსახიობის წინააღმდეგ საჩივარი 10-ზე მეტ ქალს აქვს დაწერილი, მისი მხრიდან სხვადასხვა დროს ჩადენილი დანაშაულის შესახებ.

ამ ბრალდებების ფონზე, დეპარდიეს 50-მდე კოლეგამ მის მხარდასაჭერად წერილი გამოაქვეყნა. მათ შორის არიან მსახიობი პიერ რიშარი, მოდელი და ყოფილი პირველი ლედი კარლა ბრუნი, მსახიობები ვენსან პერესი და ბენუა პულვორდი, რეჟისორი ბერტრან ბლიე, მსახიობები შარლოტა რემპლინგი, კეროლ ბუკე, ნატალი ბაი, ემანუელ სენიე, მწერალი ბუალემ სანსალი და სხვები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები