ყარაჩაი-ჩერქეზეთში საგზაო პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის დროს პოლიციელები მოკლეს

რუსეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში საგზაო პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის დროს ორი პოლიციელი დაიღუპა, ოთხი დაიჭრა, თავდამსხმელები საპასუხო ცეცხლით მოკლეს.

ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონალური შტაბი იტყობინება.

აღნიშნულია, რომ თავდამსხმელები ადგილზე “ვაზ-2109” მანქანით მივიდნენ, პოლიციელების მისამართით ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლეს და ცეცხლი გახსნეს. საპასუხო ცეცხლის გახსნის დროს, ერთ-ერთ ბოროტმოქმედზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამუშავდა.

ხუთივე თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა.

დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები