აშშ-ის სამ შტატს ძლიერი ტორნადო დაატყდა – არიან დაშავებულები

ამერიკაში, ნებრასკას, აიოვასა და ტეხასის შტატებს ძლიერი ტორნადო დაატყდა თავს, სტიქიის გამო სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„დამანგრეველი ტორნადოები პარასკევს აღმოსავლეთ ნებრასკასა და აიოვას ნაწილებში გადაადგილდებოდნენ… შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა. მოსალოდნელია, რომ ძლიერი ქარიშხალი გაგრძელდება კვირამდე, 28 აპრილამდე, მაგრამ შაბათი შეიძლება იყოს ყველაზე სახიფათო დღე, ტორნადოს საფრთხის გავრცელებით მიჩიგანიდან ტეხასამდე“, – ავრცელებს CNN

ტელეარხის ცნობით, ეს სახიფათო ბუნებრივი მოვლენები ნალექის გაზრდის ფონზე ხდება.

ტორნადომ ნებრასკას შტატში, ლინკოლნის გარეუბნები დააზარალა. ქარიშხალმა სახლებს სახურავები ახადა და მანქანები გადააყირავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები