გია აბაშიძე: საქართველოს ვულოცავ მორიგი ისტორიული ინფრასტრუქტურული პროექტის რეალიზაციას – ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა გაიხსნა

„საქართველოს და მის სტუმრებს ვულოცავ ამ მორიგი ისტორიული ინფრასტრუქტურული პროექტის რეალიზაციას – ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა გაიხსნა!“ – წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

„საქართველოს და მის სტუმრებს ვულოცავ ამ მორიგი ისტორიული ინფრასტრუქტურული პროექტის რეალიზაციას – ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა გაიხსნა!
“საერთაშორისო მაგისტრალის განვითარებისთვის რიკოთის უღელტეხილი ყველაზე კრიტიკულ და გამომწვევ მონაკვეთად იყო აღიარებული. პროექტის მნიშვნელობის, საინჟინრო გადაწყვეტებისა და მასშტაბის გათვალისწინებით, ამ მშენებლობას, თამამად შეიძლება ეწოდოს უპრეცედენტო, საქართველოს რეალობაში ამ პროექტს ანალოგი არ ჰქონია, ამიტომ ჩვენ ამ პროექტს თამამად ვუწოდებთ საუკუნის პროექტს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი, 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა მოიცავს 4 გვირაბს და 11 ხიდს. აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალზე მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს.
ახალი გზა ზესტაფონს განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან და შეამცირებს მაგისტრალით მგზავრობის დროს, შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ 6 წუთი დასჭირდება.
ამასთან, უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ახალ მაგისტრალურ გზასთან მგზავრთა მომსახურების ცენტრის მოსაწყობად, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები ზესტაფონის ტრადიციული სწრაფი კვების ობიექტებისთვის.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შენდება 52 კმ-მდე გზა, რომელიც მოიცავს 97 ხიდსა და 51 გვირაბს. ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია 36 კმ გზა, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი.
სამშენებლო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე. საერთო ჯამში, რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 70%-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდი ლარია, პროექტი 2024 წლის ბოლოს დასრულდება”, – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები