შალვა პაპუაშვილი: საფინანსო-საგადასახადო ნაწილს არანაირი კავშირი არ აქვს გამჭვირვალობასთან, ეს კანონი არაა სახელმწიფოსთვის – ეს კანონი არის საზოგადოებისთვის

საფინანსო-საგადასახადო ნაწილს არანაირი კავშირი არ აქვს გამჭვირვალობასთან. ეს კანონი არაა სახელმწიფოსთვის. ეს კანონი არის თქვენთვის, ეს კანონი არის საზოგადოებისთვის. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არიან ისინი, ვინც მონაწილეობას იღებს გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებაში, რაც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე, რა ინტერესები დგას მათ უკან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აჭარაში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საფინანსო-საგადასახადო ვალდებულებებთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს.

„ფინანსთა სამინისტროს საერთოდ არ აინტერესებს ამ პროექტების შინაარსი და მიზნობრიობა. იქ ხდება ბუღალტრული ანგარიშგება. შინაარსი აინტერესებს საზოგადოებას, იმიტომ რომ ჩვენ შემდეგ შემთხვევით აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ შემოდის ფული, მაგალითად, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებდა „დროას“. შემთხვევით გავიგეთ, რომ არსებობს სქემა, როდესაც პარტია „დროას“ შექმნილი აქვს NGO „დროა“, რომელსაც არანაირი საკუთარი ინდივიდუალობა არ გააჩნია, და ეს ფული მიდიოდა პარტიის დაფინანსებაზე.

რაც შეეხება რუსულს, მედიის წარმომადგენლები ხომ უნდა ხვდებოდეთ, რომ ეს არის უმარტივესი ხრიკი – რუსულის ბრენდირებით უბრალოდ თავი აარიდო დისკუსიას. ეს არის უმარტივესი პროპაგანდისტული ხრიკი, როდესაც შინაარსში შესვლის ნაცვლად მიდის თავის არიდება გარკვეული დამცრობითი ტერმინოლოგიით.

ჩვენ მთელი ეს პერიოდი ვამბობთ, რომ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი პუნქტი. საპასუხოდ რასაც ვიგებთ, არის კლიშირება როგორც რაღაც რუსულისა და ამით გარკვეული დაშინება და მსჯელობის დახშობა.

ნიშანდობლივია, როდესაც ვკითხულობ, თქვენ პირადად რა არ მოგწონთ ამ კანონში, ერთადერთი პასუხია, რომ ის არის რუსული, რაც ცალკე არის აცდენილი რეალობას, იმიტომ რომ მგონი უკვე ყველა დარწმუნდა, რომ ამას რუსეთში არსებულ კანონთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები