გურამ მაჭარაშვილი: მელია სააკაშვილთან განქორწინდა და გვარამიასთან დაქორწინდა, მაგრამ ქორწინების მეორე დღესვე გვარამიამ ჩააჩოჩა

მომხრე ვარ, რომ ნიკა გვარამია ოპოზიციის ლიდერი გახდეს, რადგან მისი ცხოვრების სტილი, გამონათქვამები, ქართული ტრადიციებისა და ქართული ღვინის მიმართ დამოკიდებულება იქნება იმის სახე, რადიკალური ოპოზიცია როგორ საქართველოს ნატრულობს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “მელია სააკაშვილთან განქორწინდა და გვარამიასთან დაქორწინდა, მაგრამ ქორწინების მეორე დღესვე გვარამიამ ჩააჩოჩა”.

„მინდა, რომ გვარამია ლიდერი გახდეს, რადგან ქართული საზოგადოება არჩევანს უფრო მარტივად გააკეთებს გვარამიას დანახულ საქართველოსა და ხელისუფლების მიერ დანახულ საქართველოს შორის. უცხოეთიდან ჯერ გახარია აჯანჯღარეს, შემდეგ ხაზარაძეს მიადგნენ და ლომჯარიას წამოწევა უნდოდათ, ახლა გვარამია-მელია დააქორწინეს და უნდათ, როგორმე ლიდერები გახადონ, მაგრამ მელიას მეორე ქორწინებაც არ გამოადგა. სააკაშვილთან განქორწინდა და გვარამიასთან დაქორწინდა, მაგრამ ქორწინების მეორე დღესვე გვარამიამ მელია ჩააჩოჩა. ხან გვარამია უნდათ ლიდერად, ხან ზურაბიშვილი, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვათ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა, რომელსაც პარტია „ახლის“ ლიდერი ნიკა გვარამიაც ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები