შალვა პაპუაშვილი: 29 აპრილს დაანონსებული სახალხო შეკრება ემსახურება იმას, რომ გამოვიდეს ხალხი და ყველას გააგონოს – სად დგას ქართველი ხალხი

“ბოლო პერიოდში ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სიძულვილის კულტივირებას სახელმწიფოს, პოლიციისა და ყველაფერი ქართულის მიმართ. 29 აპრილს დაანონსებული სახალხო შეკრება ემსახურება სწორედ იმას, რომ გამოვიდეს ქართველი ხალხი დადგეს და ყველას, ქვეყნის შიგნითა თუ გარეთ, გააგონოს – სად დგას ქართველი ხალხი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე დგას.

„ჩვენ, როგორც ევროპელი ხალხი, ვდგავართ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, რომ ის, რა მცდელობაც არის დღეს, რომ ჩვენ გვთხოვენ მორჩილებას, გვითხრან, რომ სინამდვილეში უმეცრებაში არის ძალა და მორჩილება არის თავისუფლება – ამას ქართველმა ხალხმა პასუხი უნდა გასცეს. ბოლო დროს, დისკუსიას გვიკრძალავენ, გვიკრძალავენ ფიქრს, განხილვას. გვეუბნებიან, რომ უბრალოდ დავემორჩილოთ რაღაც აზრებსა და დოგმებს. საუბრობენ, რომ თითქოს რაღაც არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს და ამას საუბრობს ის ხალხი, რომელიც კრიმინალთან ერთად ბრიფინგებს ატარებს და რომელიც კრიმინალის გათავისუფლებას ითხოვს. რომელი ევროპული ღირებულება დგას ამ მოთხოვნის უკან?!“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნება“ 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრებას გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები