გიორგი ვოლსკი – გამჭვირვალობის შესახებ კანონზე: არავითარ შემთხვევაში კანონის არცერთი პუნქტი არ შეიძლება, განხილული იქნეს, როგორც რუსული კანონის მსგავსი

მმართველი გუნდის წევრის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არცერთი პუნქტი რუსული კანონის მსგავსი არ არის.

,,არავითარ შემთხვევაში კანონის არცერთი პუნქტი არ შეიძლება, განხილული იქნეს, როგორც რუსული კანონის მსგავსი. არც პათოსით და არც შინაარსით, რასაკვირველია. ყველასთვის ნათელია, რომ ეს თემა გამოიყენება იმისათვის, რათა დაიძაბოს ვითარება და როგორმე მოხდეს დესტაბილიზაციის პროცესის განვითარება, რაც თავიდანვე იყო გეგმაში ჩადებული“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები