ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ ვიცავთ ყველა ადამიანის უფლებას, განსაკუთრებით – მოწყვლადი ჯგუფების, ამავდროულად, დაცული უნდა იყოს ოჯახი, მოზარდი თაობა ფსევდოლიბერალური ლგბტ პროპაგანდისგან

,,ჩვენ ვიცავთ ყველა ადამიანის უფლებას, განსაკუთრებით, მოწყვლადი ჯგუფების, სოციუმის ინტერესებს, ამავდროულად, დაცული უნდა იყოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის უფლებაც იმასთან დაკავშირებით, რომ ოჯახი, მოზარდი თაობა დაცული იყოს ფსევდოლიბერალური ლგბტ პროპაგანდისგან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აუდიტორია საკითხით დაინტერესებულია.

„აქტიურად მიმდინარეობს განხილვა. ყველა რეგიონული ცენტრი იქნება მოცული საქართველოს მასშტაბით. ვხედავთ, რომ აუდიტორია ძალიან მოტივირებულია, დაინტერესებულია, რადგან ეს საკითხი მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ვიცავთ ყველა ადამიანის უფლებას, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების, სოციუმის ინტერესებს, ამავდროულად დაცული უნდა იყოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის უფლებაც იმასთან დაკავშირებით, რომ ოჯახი, მოზარდი თაობა დაცული იყოს ფსევდოლიბერალური ლგბტ პროპაგანდისგან“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები