ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის განხილვა დღეს იწყება

 საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქემზე წინა სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.
საქმე ეხება ექსპერტ ლევან ჩაჩუას ეპიზოდს რომელიც საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო. წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩატარდება, სადაც ადვოკატი ზურაბ ტაბიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და ჩაჩუას გათავისუფლებას მოითხოვს.
ადვოკატის თქმით, მას უკვე ჩაბარდა საქმის მასალები, სადაც ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციის ჩატარებაზე ცნობა არ არსებობს. შესაბამისად, ადვოკატის თქმით, აღნიშნული პროცედურა არ არის ჩატარებული.
ექსპერტ ლევან ჩაჩუას, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც გულგრილ დამოკიდებულებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები