ლიეტუვამ უკრაინას ჯავშანმანქანები გადასცა

ლიეტუვამ უკრაინას ჯავშანმანქანების M577-ის პარტია გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უკრაინისთვის გადაცემული ჯავშანმანქანების ზუსტი რაოდენობა არ სახელდება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, წელს ქვეყანამ კიევს 84 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება უკვე გადასცა და ამ დინამიკის შენარჩუნება იგეგმება.

ორი დღის წინ ლიეტუვაში განაცხადეს, რომ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავი L-39ZA Albatros-ი გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები