კახა კახიშვილი დეპუტატებთან ერთად თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, კახა კახიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული თანამშრომლობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე.

„თურქმენეთის მხარეს აინტერესებდა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა. ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ფორმატში შეხვედრების შედეგად ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობების გაღრმავება“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – მერაბ ქვარაია, კომიტეტის წევრი – შოთა ხაბარელი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – ლევან მგალობლიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები