„წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალი“ გაიმართება

23-24 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალს“ უმასპინძლებს, რომლის ორგანიზატორებიც არიან: თსუ ბიბლიოთეკა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.
მათივე ინფორმაციით, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლები და გამომცემლობები საზოგადოებას ბოლო წლებში გამოცემულ წიგნებს წარუდგენენ.
ღონისძიების ფარგლებში გამოიფინება და გაიყიდება  როგორც აკადემიური, ისე არააკადემიური წიგნები. ორივე დღე დატვირთული იქნება აქტივობებით, რაც შემეცნებითი ლექციების ჩატარებას, წიგნების წარდგენასა და დისკუსიების გამართვას გულისხმობს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 10 უმაღლესი სასწავლებელი და 24 გამომცემლობა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ:
https://www.tsu.ge/ka/library/news/book-festival

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები