22 სექტემბერი

10:00
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, მე-40 საერთაშორისო კონფერენციას, თემაზე: “მუზეუმ-ნაკრძალები – ისტორიის სათავეებთან“ გახსნის.
10:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, COMET ექსპერიმენტთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის ვორქშოპი გაიმართება. მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია 06
11:00
“პირველ პრესკლუბში” პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში უფლებადამცველი კოტე ინაშვილი სკანდალურ განცხადებას გააკეთებს. თემა: წყაროს ინფორმაციით მარგველაშვილს მოკლავენ და ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს დააბრალებენ.
11:00
„თბილისი მერიოტში“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კონრად ადენაუერის ფონდს შორის მემორანდუმს ხელს მოაწერს.

11:00
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი #238
11:30
“პირველ პრესკლუბში” უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: გარდაცვლილი პატიმრები, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30
ქარელის რაიონის სოფელ დვანში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს.
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე, სააკაშვილის დაყადაღებულ ქონებაზე, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობასა და პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.
12:00
“პირველ პრესკლუბში” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

12:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიხეილ სააკაშვილის ქონების დაყადაღება და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე“ ნიკოლოზ მჟავანაძე და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ნოდარ ლიპარტელიანი, ბრიფინგს გამართავენ. თემა: აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას და მამამისის ვახტანგ თორდიას კორუფციული სქემები.
12:00
თბილისის ეროვნულ პარკში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
12:00
NEW
“ერთიან ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში, ირმა ნადირაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
12:30
“პირველ პრესკლუბში” საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პრეზიდენტის ინტერვიუ, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

12:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი, მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე, სააკაშვილის დაყადაღებულ ქონებაზე, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობასა და პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.
13:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი შოთა მალაშხია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიხეილ სააკაშვილის ქონების დაყადაღება და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
13:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მესტიასა და ანაკლიაში სასმელი და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის შესახებ, 19-მილიონიან ხელშეკრულებას ხელი მოეწერება. მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგი გამზ. N12.
13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში “საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი, ექსპერტი კახა კახიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი პროცესი.

15:00
პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. თბილისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი.
15:00
“თბილისი მარიოტში” “საქართველოს ევროპული არჩევანის” პირველი პროექტის – “სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა საქართველოში” პრეზენტაცია გაიმართება, რომელზეც სიტყვით სეა-ს დამფუძნებელი არჩილ კბილაშვილი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორი დენიელ რეიფი გამოვლენ.
17:00
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზის ფოიეში, ტრადიციული მრავალხმიანობის მეშვიდე საერთაშორისო სიმპოზიუმთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართება.
18:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს საერთასორისო საქველმოქმედო ფონდში, ვაჟა ფშაველას მოთხრობების ორენოვანი კრებულის (ქართულ-ინგლისურის) პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: რუსთაველის გამზ. 21
18:00
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ტრადიციული მრავალხმიანობის მეშვიდე საერთაშორისო სიმპოზიუმი საზეიმოდ გაიხსნება.

22:00
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ლიტერატურული პრემია „საბას“ რიგით მე-12 საზეიმო დაჯილდოება გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები