ეკა სეფაშვილი: საქართველო გეოგრაფიული მდებარეობის გამო გლობალურ პროექტებში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, შესაბამისად, ვინც მართავს საქართველოს, მას ექნება ეკონომიკური ნაკადების მართვის სადავეებიც

„ახლა მიდის ბრძოლა იმაზე, იტყვის თუ არა საქართველო თავის დამოუკიდებელ სიტყვას საერთაშორისო აქტორების თანასწორად”, – ამის შესახებ მედიასთან  „ხალხის ძალის”  საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო გეოგრაფიული მდებარეობის გამო გლობალურ პროექტებში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, შესაბამისად, მის მიმართ მრავალი ქვეყნის ინტერესი არსებობს.
„მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად პატარა ქვეყანა ვართ და არავითარი გავლენა გვაქვს გლობალურ ეკონომიკაზე, გამოგვარჩევს ის, რომ ჩაბმულები ვართ იმ გლობალურ ეკონომიკურ პროექტებში, რომლებიც მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია. აქ მხოლოდ სატრანზიტო დერეფანზე არ არის საუბარი. ეს არის: ენერგეტიკული, ციფრული და ა.შ., ყველანაირი დერეფანი. საქართველო ამ გლობალურ პროექტებში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. რა თქმა უნდა, ვინც მართავს საქართველოს, ის იქნება ამ დერეფნის შუაგულში და ის მართავს ეკონომიკურ ნაკადს. ეს ეკონომიკური ინტერესები კი არ არის ხელწამოსაკრავი”, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები