გურამ მაჭარაშვილი: ანტიეროვნულობასთან ერთად, რადიკალურ ოპოზიციას ინტელექტუალობის პრობლემაც გააჩნია

“კანონპროექტის განხილვის დროს ვნახეთ, რომ ანტიეროვნულობასთან ერთად რადიკალურ ოპოზიციას ინტელექტუალობის პრობლემაც გააჩნია”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული ღირებულება თანაბარი ურთიერთობებია.

„ბოლო სამი კვირაა დაახლოებით, რაც დაინიცირებულია კანონპროექტი და ექვსგვერდიანი კანონპროექტიდან, ისე, ტყუილად ერთი წინადადება მაინც გაეპროტესტებინათ, სულ ტყუილებს ამბობენ. რატომ, იცით, მათმა პატრონებმა უთხრეს, არ გაბედოთ და არ წაიკითხოთო. ეს პატრონყმური დამოკიდებულებაა ზუსტად, რასაც ჩვენ ვაპროტესტებთ. გამჭვირვალობა არის ევროპული, რაც ჩვენ გვინდა, გაუმჭვირვალობა და პატრონყმური დამოკიდებულება არის, რაც მათ უნდათ. სხვათა შორის, ეს გამოჩნდა აქციაზე, ერთ-ერთმა მონაწილემ, პატრონმა ჩაიცვა ევროკავშირის დროშა და თავის ყმას, ძაღლს ჩააცვა საქართველოს დროშა. ესაა მათი ანი-ბანი. ასე უყურებენ ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობას. ჩვენ ვუყურებთ როგორც პარტნიორულ ურთიერთობას ევროკავშირთან, რადგან ევროპული ღირებულება სწორედ თანაბარი ურთიერთობებია“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები