რატი იონათამიშვილი: გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვებმა და განხილვების შემდგომმა პერიოდმა მოახდინა ლუსტრაცია, ვის რა მიზნები აქვს

“გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვებმა და განხილვების შემდგომმა პერიოდმა მოახდინა ლუსტრაცია, ვის რა მიზნები აქვს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანთა ჯგუფი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს სახელმწიფოსა და დემოკრატიას.

„განხილვებმა და განხილვების შემდგომმა პერიოდმა მოახდინა ლუსტრაცია, ვის, რა მიზნები აქვს. ერთი მხრივ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ არის ინიციატივა, რომელიც ამტკიცებს საქართველოს სუვერენიტეტს და აძლიერებს ქართულ დემოკრატიას და მეორე მხრივ, ვხედავთ, ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ჩვენს სახელმწიფოსა და დემოკრატიას, ვინაიდან ისინი მოქმედებენ არა საკუთარი, არამედ სხვების დავალების შესაბამისად და ასეც არის. ამ ადამიანებს ურჩევნიათ იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ ინფორმირებული, გაავრცელონ სიცრუე, დეზინფორმაცია და ისინი შეცდომაში შეიყვანონ, რაც არ გამოუვათ, რადგან ჩვენ გვაქვს ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები