ანრი ოხანაშვილი – ოპოზიციას: მოსმენა არის ევროპული, მონობა – რუსული

“მოსმენა არის ევროპული, მონობა არის რუსული”,- ასე მიმართა მმართველი გუნდის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციას პარლამენტში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

“მოსმენა არის ევროპული, მონობა არის რუსული, რასაც აკეთებთ. ხმას დაუწიეთ და მოისმინეთ”, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ამ წუთებში პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია კანონს აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ ის რუსულია და საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები