სოზარ სუბარი – ოპოზიციას: ამ კანონს მივიღებთ, ეს არის ევროპული! – იყვირეთ, იყვირეთ, ეგ არის თქვენი დავალება

ამ კანონს მივიღებთ, ეს არის ევროპული! – იყვირეთ, იყვირეთ, ეგ არის თქვენი დავალება, კი, ბატონო! – ასე მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დღეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე კენჭისყრა იგეგმება.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰგონიათ, რომ „თუ ხმამაღლა იხავლებენ, კანონპროექტის შინაარსს გადაფარავენ, მაგრამ ვერ გადაფარავენ“.

„ყველაფერზე ლაპარაკობენ კანონის გარდა და ჰგონიათ, რომ თუ ხმამაღლა იხავლებენ, ამით გადაფარავენ შინაარსს, მაგრამ ვერ გადაფარავთ. საქართველო არის ევროპაში. იყვირეთ, იყვირეთ, ეგ არის თქვენი დავალება. კი, ბატონო!
ძალიან კარგად გვახსოვს ამ პარლამენტის წინ მოკლული 2 ადამიანი, რომლებიც შემოდეს მაღაზიის თავზე, ხოლო შემდეგ ერთ-ერთის მეუღლეს უთხრეს, თუ ხმას ამოიღებ შენს მოკლულ ქმარზე, შენს შვილს, რომელიც ციხეშია, მოვკლავთ და იმასაც სახლში მოგისვენებთო. ხმა ვერ ამოიღო იმ დედამ. აი, ესა ხართ თქვენ! ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ადამიანებს კლავენ და შემდეგ მაღაზიის თავზე დებენ! ძალიან კარგად გვახსოვს თქვენი ლიდერი, თქვენი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი როგორ ითხოვდა ორ გვამს და შემდეგ შეუსრულეს!,“ – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები