ბორჯომის მერმა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა – ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილმა, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის სტადიონზე იმყოფებოდნენ, რომლის რეაბილიტაციაც პირველი აპრილიდან დაიწყო და 18 თვეში დასრულდება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული შენობის რეკონსტრუქცია- კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს უმაღლესი ლიგის სტანდარტებს. რეაბილიტაციის შედეგად მოეწყობა: გასახდელები, საკონფერენციო დარბაზი; ჟურნალისტების, ექიმის, დელეგატების, ბურთის ბიჭების, მსაჯის ოთახები, საშხაპეები და სველი წერტილები, ლიფტები. გადაიხურება ტრიბუნები და VIP ლოჟა. შენობა სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის.
ამასთან, თვითმმართველობის წარმომადგენლები დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე, ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაციის პროცესსაც გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ქუჩების მიმდებარე სახლების ღობეები, ჭიშკრები და გარე განათების სისტემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები