პარლამენტში სხდომა დასრულდა – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ხვალიდან განახლდება

პარლამენტში პლენარული სხდომა დასრულებულია.

საკანონმდებლო ორგანომ დღევანდელ სესიაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა.

როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რეგლამენტის მიხედვით, სხდომა 21:00 საათზე უნდა დასრულდეს, რის გამოც, სხვადასხვა ფრაქციისა თუ დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილის გამოსვლები ხვალინდელ სხდომაზე გაგრძელდება.

ცნობისთვის, 17 აპრილის სხდომა 12:00 საათზე განახლდება. მანამდე კი საკანონმდებლო ორგანოში ბიუროს სხდომა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები