შარლ მიშელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს სოციალურ ქსელში ეხმაურება

European Council President Charles Michel holds a press conference, following European Union leaders summit, in Brussels, Belgium June 30, 2023. REUTERS/Johanna Geron

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ამის საპასუხოდ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი გასული წლის დეკემბერში მიანიჭა. ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ შეესაბამება საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებსა და გაწევრიანების ტრაექტორიას და საქართველოს ევროკავშირს კიდევ უფრო დააშორებს და არა დააახლოებს“, – წერს მიშელი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები