ალექსანდრე ციმაკურიძისა და მისი პეიზაჟური სკოლის წარმომადგენელთა გამოფენა გაიხსნება

18 აპრილს, 18:00 საათზე, ეროვნულ გალერეაში ალექსანდრე ციმაკურიძისა და მისი პეიზაჟური სკოლის წარმომადგენელთა გამოფენა გაიხსნება.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, რეტროსპექტულ გამოფენაზე ალექსანდრე ციმაკურიძისა და მისი მოსწავლეების – კორნელი სანაძის, პეტრე ბლიოტკინის, შალვა და იორამ მამალაძეების, მიხეილ ხვიტიას, ლეოპოლდ ძაძამიძის, კოტე გძელიშვილის, რუსუდან ჯავრიშვილის, ნატალია ფალავანდიშვილის და ირინე რაზმაძის – პეიზაჟები სახელმწიფო და კერძო კოლექციებიდან იქნება წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ცნობილი პეიზაჟისტი მხატვრის – ალექსანდრე ციმაკურიძის – დაბადებიდან 140 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა ქართული პეიზაჟური სკოლის ერთ-ერთი მესაძირკვლის, ალექსანდრე ციმაკურიძის, და მისი პეიზაჟური სკოლის წარმომადგენელთა შესახებ წიგნ-ალბომი, რომელსაც წარმოადგენენ გამოფენის გახსნაზე.
გამოფენა 11 მაისის ჩათვლით გასტანს. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები