მამუკა მდინარაძე  – ოპოზიციას: გთავაზობთ, სახელმწიფოს ღალატის მუხლი დაინიცირდეს და დაემატოს სისხლის სამართლის კოდექსსაც და კონსტიტუციასაც

“გთავაზობთ, სახელმწიფოს ღალატის მუხლი დაინიცირდეს და დაემატოს სისხლის სამართლის კოდექსსაც და კონსტიტუციასაც. დაგვიჭერთ თუ არა მხარს?”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მისამართით განაცხადა.

“ახალი იდეა მაქვს და თქვენთან ერთად მინდა, გავახმოვანო. ღალატზე როდესაც არის ლაპარაკი, 2008 წელს, აგვისტოს ომამდე “ნაციონალურმა მოძრაობამ” დააინიცირა ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში და სახელმწიფოს ღალატის მუხლი ამოიღო. ჩვენ შეგვიძლია, დავაინიციროთ ასეთი მუხლი, მოვშალოთ ეს “მოღალატე-მოღალატეს” ძახილი და საშინელი ფორმით სტიგმატიზაცია. გთავაზობთ, სახელმწიფოს ღალატის მუხლი დაინიცირდეს და დაემატოს სისხლის სამართლის კოდექსსაც და კონსტიტუციასაც. დაგვიჭერთ თუ არა მხარს? ვინ მოხვდება ამ მუხლში, მერე ვილაპარაკოთ. დაიმახსოვრეთ ეს ამბავი და დაგვიჭირეთ მხარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები