მამუკა მდინარაძე: არცერთი მიზეზი, რატომ არის ცუდი ეს კანონი, პარტნიორების მხრიდან არ მოგვისმენია

„რატომ გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, რომ კანონი არ მოსწონთ? თქვენ დღენიადაგ იშველიებთ მათ არგუმენტებს. ძალიან კარგი კითხვაა, უცნაური ამბავიც კია. ისიც აღვნიშნოთ, რომ არცერთ მათგანს, ჩვენს მეგობრებს, რომელთანაც საკმაოდ ხისტ დისკუსიაში ვართ შესული და კარგია, რომ ქვეყანა ამას ბედავს, აქამდე ასეთი რამ არ ხდებოდა ხოლმე”, –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არცერთი მიზეზი, რატომ არის ცუდი ეს კანონი, პარტნიორების მხრიდან არ მოუსმენია.

“მიუხედავად ამისა, ევროინტეგრაციის გზაზე ყველა წარმატებას მივაღწიეთ და მათაც, საბოლოო ჯამში უწევთ ხოლმე აღიარონ ჩვენი თანასწორობა და არა ცალ ფეხზე დგომით, არამედ ამაყად და ორ ფეხზე დგომით ყველა სირთულეს გადავლახავთ ხოლმე როგორც ყველა წინა შემთხვევაში ხდებოდა, თორემ „ნაცების“ ცალ ფეხზე დგომა გვახსოვს ჩვენ მათთან მიმართებით და ერთი ნაბიჯი ვერ გადაიდგა ევროინტეგრაციის გზაზე. ყველა ნაბიჯი „ქართული ოცნების“ პირობებშია. რატომ? იმიტომ, რომ ამაყად, მყარად, პრინციპების დაცვით, ეროვნული ღირსების დაცვით საბოლოო ჯამში მაინც გვიფასდება სწორი დამოკიდებულება ჩვენი მოქალაქეების და შემდეგ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. არცერთი მიზეზი, რატომ არის ცუდი კანონი, ან არგუმენტი არც მათგან, ჩვენი ოპონენტების არ იყოს, არ მოგვისმენია. ეს არის იმ ტიპის კანონი, რომელიც სუბიექტურად არ აწყობს არასდროს არცერთ ქვეყანას გარდა იმ ქვეყნისა, სადაც ეს კანონი არსებობს. ამ შემთხვევაში, ეს კანონი სუბიექტურად აწყობს მხოლოდ საქართველოს. სხვა ქვეყნებს საკუთარი ინტერესებიდან გადმოსახედიდანაც კი ლეგიტიმურად არ აწყობს არცერთ ქვეყანას. თუ ის არის მხოლოდ მიზეზი, რომ ვერ ეუბნებიან საფრანგეთს შენ არ მიიღო, ვერ ეუბნებიან ევროკავშირს სხვა ქვეყნები, რომ შენ არ მიიღო და საქართველო აღმოჩნდება დაბალი ღობე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ რატომ ხდება ასე. თორემ რუსულ კანონს, შემიძლია კადრებიც გაჩვენოთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელი ეძახის ევროკავშირში დაინიცირებულ ევრო დირექტივას. მაშინ ისიც რუსული ყოფილა და არ მიიღონ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები