მამუკა მდინარაძე: კანონპროექტი ითვალისწინებს გამჭვირვალობას – მასში არაფერია არალეგიტიმური

“არც ერთი აკრძალვა ქართულ კანონპროექტში არ არის”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტში არალეგიტიმური არაფერია.

„ვფიქრობ, გუშინდელმა დღემ ბევრი რამ გამოაჩინა და გამოაჩინა ისიც, რომ ერთი მიზეზი, ერთი საფუძველი იმისა, რომ კანონპროექტი, რომელიც შეეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, უმარტივესი მიზეზის გამო, რომ მასში არაფერია არალეგიტიმური, რაც საქართველოს არ შეუძლია განახორციელოს, არ შეიძლება რამე კრიტიკასაც კი დაექვემდებაროს, თუმცა, ამ კანონის სტიგმატიზება უკვე წელზე მეტია, დაწყებულია.

უნდა ვთქვა ჩვენი მოსახლეობისა და საზოგადოების გასაგონად, რას ითვალისწინებს კანონპროექტი. ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ. კანონპროექტი ითვალისწინებს გამჭვირვალობას, რომლის ხერხიც არის ის, რომ ორგანიზაციები, მედია ორგანიზაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარედან, ნებისმიერი ქვეყნიდან მიიღებენ შემოსავალს წლის განმავლობაში 20 პროცენტზე მეტს უნდა დარეგისტრირდნენ შესაბამის რეესტრში, როგორც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები და ყოველი წლის იანვარში წარადგინონ ფინანსური დეკლარაცია, რომელშიც მითითებული იქნება შემოსავლები და გაწეული ხარჯები დეტალურად წინა წელთან დაკავშირებით. ეს არის ერთადერთი ვალდებულება, რაც აკისრიათ მედია და ენჯეო ორგანიზაციებს. ხაზგასმით ვამბობ, არც ერთი აკრძალვა რომელზეც ამ დღეებში სამწუხაროდ მაინც იყო ლაპარაკი, განსხვავებით სხვა ქვეყნებში არსებული კანონებისგან, არც ერთი აკრძალვა ქართულ კანონპროექტში არ არის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები