იაგო ხვიჩია: ალეკო ელისაშვილი გუშინ კარგად არ მოიქცა, ტრიბუნასთან გამოსვლა არ უნდა იყოს საშიში

ალეკო ელისაშვილი გუშინ კარგად არ მოიქცა, ტრიბუნასთან გამოსვლა არ უნდა იყოს საშიში, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„არავის აწყობს ასეთი ტიპის ქცევა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ეს ადამიანების ნაწილს გულს ფხანდეს რაღაც თვალსაზრისით. ტრიბუნასთან გამოსვლა არ უნდა იყოს საშიში და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გვაქვს უამრავი სხვა არგუმენტი, ვიდრე მუშტამდე მივალთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, “მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ტრიბუნასთან მას ფიზიკურად დაუპირისპირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები