კახა კალაძე: ძალიან მძიმე და სამარცხვინო ფაქტი მოხდა გუშინ, პარლამენტში ელისაშვილის მონაწილეობით

ძალიან მძიმე და სამარცხვინო ფაქტი მოხდა გუშინ, პარლამენტში ელისაშვილის მონაწილეობით – კიდევ უფრო მძიმე და უბედურება იყო ის განცხადებები, რაც პირდაპირ ძალადობის წახალისება იყო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა.

როგორც კალაძემ განმარტა, ძალადობა მიუღებელია და ჯანსაღმა ადამიანებმა ხელი უნდა შეუშალონ ამგვარ ქმედებებს.

„ძალიან მძიმე და სამარცხვინო ფაქტი მოხდა გუშინ, პარლამენტში ელისაშვილის მონაწილეობით. კიდევ უფრო მძიმე და უბედურება იყო ის განცხადებები, რაც პირდაპირ ძალადობის წახალისება იყო. ეს არ გვიკვირს. ეს ადამიანები, ყველა გახლავთ რადიკალური დაჯგუფება, მათი ტელევიზიებით. ქვეყანაში ესენი არიან, ვინც ძალადობას და პოლარიზაციას ახალისებენ… ერთმანეთთან ბულინგი. ჩვენ, ჯანსაღმა ადამიანებმა ხელი უნდა შევუშალოთ ამგვარ ქმედებებს, მიუღებელია ძალადობა“,- აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, “მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ტრიბუნასთან მას ფიზიკურად დაუპირისპირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები