შალვა პაპუაშვილი – პაატა მანჯგალაძეს: მტრები თუ ვართ, რაღა დალაპარაკებას გვთავაზობთ, ჩამოყალიბდით თორემ, მართალია, გვაგინებთ, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ გულში გიყვარვართ

მტრები თუ ვართ, რაღას გველაპარაკებით, ჩამოყალიბდით თორემ, მართალია, გვაგინებთ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ გულში გიყვარვართ, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს, პაატა მანჯგალაძეს.

„ბატონო პაატა, ჩამოყალიბდით. მტრები თუ ვართ, რაღას გველაპარაკებით, რაღა დალაპარაკებას გვთავაზობთ. ჩამოყალიბდით თქვენს დამოკიდებულებაში, თორემ ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ, მართალია, გვაგინებთ, მაგრამ გულში გიყვარვართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები