ზარქუა – ელისაშვილზე: იმ კინტოს დაუკვეთეს, რომ ჩაეშალა სხდომა და გააკეთა ის, რაც გააკეთა – სამარცხვინო იყო, რაც ვნახეთ

მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, “გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე ვერ მოისმინა არგუმენტი, რატომ არის ფინანსების გამჭვირვალობა რუსული.

„ექვსი საათი ვუსმენდი, რომ ერთი არგუმენტი დაედოთ, რატომ არის ფინანსების გამჭვირვალობა რუსული და დაფარვა ფინანსებისა და დაფინანსების, ევროპული, ვერ გავიგე ვის არ მოვუსმინე. ბოლოს რა გააკეთეს?! იმ კინტოს, არ ვიცი, რა მიზანი ამოძრავებდა, იმ კინტოს დაუკვეთეს, რომ ჩაეშალა სხდომა და გააკეთა ის, რაც გააკეთა, სამარცხვინო იყო, რაც ვნახეთ. არც მინდა ამის გახსენება“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები