პოლონეთის და დანიის პრემიერებმა ევროპის დაცვის “რკინის გუმბათის” იდეა განიხილეს

პოლონეთის და დანიის პრემიერმინისტრებმა, დონალდ ტუსკმა და მეტე  ფრედერიკსენმა ომის შემთხვევისთვის ევროპის ქალაქების საჰაერო სივრცის დასაცავად “რკინის გუმბათის” იდეა განიხილეს.

ამის შესახებ დონალდ ტუსკმა დანიელ კოლეგასთან პოლონეთში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დონალდ ტუსკმა კომენტარი გააკეთა უკრაინის დახმარების საკითხზე და შემდეგ აღნიშნა, რომ ევროპაც  არის “საშიშ ზონაში”.

„მოხარული ვარ, რომ პრემიერმინისტრი დადებითად გამოეხმაურა პოლონეთის წინადადებას, შეუერთდეს პროექტს ეფექტური „რკინის გუმბათის“ შესაქმნელად, რათა დავიცვათ ევროპის ცა პოტენციური სარაკეტო თავდასხმებისგან“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერმინისტრმა.

“რკინის გუმბათი” არის ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც ხშირად გამოიყენება საჰაერო სივრცის თავდაცვის სისტემის აღსანიშნავად.

ევროპული საჰაერო თავდაცვის იდეა 2022 წლის შემოდგომაზე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გამოთქვა და ივარაუდა, რომ ამას შესაძლოა, 5 წელი დასჭირდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები