კულტურის სამინისტრომ კონკურსის – „ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ – გამარჯვებული 23 პროექტი გამოავლინა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონკურსის – „ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეს პროექტებია:
1. „ნართების“ გასტროლები რეგიონებში – განმახორციელებელი ა(ა)იპ ხალხური ცეკვისა და სიმღერის აკადემიური ანსამბლი „ნართები“. დაფინანსდა ანსამბლის კონცერტები ტყიბულსა და ჭიათურაში.
2. ბავშვთა და ახალგაზრდა მგალობელ-მომღერალთა ანსამბლის, „კირიალესას“, კონცერტები ზემო სვანეთში – განმახორციელებელი ლელა ურუშაძე. დაფინანსდა ანსამბლის კონცერტები ზემო სვანეთის ლატალისა და მესტიის თემებში.
3. „ერისიონი – ქართული საგანძური“ – განმახორციელებელი სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი”. დაფინანსდა ანსამბლის კონცერტები გორსა და ბორჯომში.
4. ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჯგუფის, „ძირიანის“, კონცერტები აჭარაში – განმახორციელებელი ა(ა)იპ ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჯგუფი „ძირიანი”. დაფინანსდა ანსამბლის კონცერტები ხელვაჩაურსა და ქედაში.
5. “ფოლკლორული ანსამბლი „ურმული“ ხალხის სამსახურში – კონცერტები რეგიონებში” – განმახორციელებელი ნუგზარ ქავთარაძე. დაფინანსდა ანსამბლის კონცერტები ყვარელსა და თელავში.
6. „ეს სიმღერაა საქართველოსი“ – ანსამბლი „მართვე” რეგიონებში“ – განმახორციელებელი სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“. დაფინანსდა ანსამბლის კონცერტი სენაკში.
7. ოპერის თეატრის სოლისტთა ანსამბლის, ,,სულიკოს’’, ფოლკლორული კონცერტები რეგიონებში – განმახორციელებელი ა(ა)იპ ოპერის თეატრის სოლისტთა ანსამბლი „სულიკო”. დაფინანსდა ანსამბლის კონცერტები სიღნაღსა და ჭიათურაში.
8. „ვიმღეროთ ერთად” (ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებით ჯგუფ „ნანინას“ საკონცერტო ტურნე გურიაში) – განმახორციელებელი ა(ა)იპ ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებითი ჯგუფი „ნანინა”. დაფინანსდა ანსამბლის კონცერტები ოზურგეთსა და ჩოხატაურში.
9. „ჩემო კარგო ქვეყანავ“ (მგალობელ-მომღერალთა გუნდ „დიდგორის“ საიუბილეო კონცერტები საქართველოს რეგიონებში) – განმახორციელებელი შპს მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი”. დაფინანსდა ანსამბლის კონცერტები ბოლნისსა და ასპინძაში.
10. „ეგარი 15 წლისაა” – განმახორციელებელი შპს „მეტაჯორჯია”. დაფინანსდა ანსამბლის კონცერტები ფოთსა და ქობულეთში.
11. რაჭის ქორეოგრაფიული ფესტივალი – განმახორციელებელი ა(ა)იპ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი. ფესტივალი გაიმართება ონში.
12. „ზაზა მამალაძე – 50 წელი სცენაზე. „ფეხზე დაგიდგები ჩემო საქართველოვ”“ – განმახორციელებელი ვერა ყიფიანი. დაფინანსდა კონცერტები ქუთაისსა და საჩხერეში.
13. „საქართველო ყველგან და ყოველთვის” – განმახორციელებელი ენრიკო ჯანელიძე. დაფინანსდა კონცერტები წყალტუბოსა და ბაღდათში.
14. „ასი წლის შემდეგ პანჩოსთან ერთად” – განმახორციელებელი ლევან მგალობლიშვილი. დაფინანსდა კონცერტები მცხეთასა და საგარეჯოში.
15. თემო რცხილაძის და ბენდ „995″-ის სოლო კონცერტი, სახელწოდებით, „ყველაფერი კარგად იქნება” – განმახორციელებელი თეიმურაზ რცხილაძე. დაფინანსდა კონცერტები ახალციხესა და ბორჯომში.
16 .„ნუკრი კაპანაძე, „მუსიკით ნაამბობი“. მომღერალ ნუკრი კაპანაძის კონცერტები რეგიონებს”” – განმახორციელებელი შპს „კრეარტივი”. დაფინანსდა კონცერტი საჩხერეში.
17. „წუთისოფელი – შემეცნებითი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია” – განმახორციელებელი ზურაბ ლოლაძე. დაფინანსდა ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტები ახმეტასა და თიანეთში.
18. „ახალგაზრდები საქართველოსთვის“ – განმახორციელებელი ა(ა)იპ „კულტურა მარად”. დაფინანსდა კონცერტი ყაზბეგში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის შემსრულებლები ინსტრუმენტულ ჯგუფთან ერთად.
19. „ქართული ცის ქვეშ” – განმახორციელებელი მარიამ მამისმედიშვილი. დაფინანსდა კონცერტი თელავში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის შემსრულებლები.
20. რეგიონული ტურნე – ,,კვარტეტი ოთხი’’, ბავშვებისთვის – განმახორციელებელი შპს „ვოკალის აკადემია”. დაფინანსდა კონცერტები ვანსა და ამბროლაურში.
21. „ნეკა სებისკვერაძისა და დათო ნოზაძის დუეტის კონცერტი“ – განმახორციელებელი ა(ა)იპ თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრი. დაფინანსდა კონცერტი ზუგდიდში.
22. „ქართული სიმღერა რეგიონებს” – განმახორციელებელი სსიპ ანსამბლების გაერთიანება ,,ქართული სიმღერა“. დაფინანსდა ჯგუფების/ანსამბლების – „შვიდკაცას“, „ალილოს“, „ქართული ხმების“, „თეატრალურის კვარტეტის“, „ფორტეს“ კონცერტი რუსთავში.
23. „მეხსიერების პარტიტურა – 100“ – განმახორციელებელი ლაშა ბაშარული. დაფინანსდა თემურ თათარაშვილისა და ქეთი გაბისიანის კონცერტი დუშეთში.
„კონკურსის ბიუჯეტი იყო 500 000 ლარი. სამინისტროს მომართა 37- მა განმცხადებელმა. 23 გამარჯვებული პროექტით გათვალისწინებული 38 კონცერტი გაიმართება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.
ინფორმაციისთვის: 2022 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 500 000 ლარი. სამინისტროს მომართა 53-მა განმცხადებელმა. დაფინანსდა 11 პროექტი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებსა თუ დაბებში 32 კონცერტი გაიმართა. ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 192-მა ხელოვანმა.
2023 წელსაც კონკურსის ბიუჯეტი იყო 500 000 ლარი. სამინისტროს მომართა 50-მა განმცხადებელმა. დაფინანსდა 22 პროექტი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებსა თუ დაბებში 41 კონცერტი გაიმართა. ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 280-მა ხელოვანმა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.