ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.

მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი – ავთანდილ თალაკვაძე მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.

ახალი საბავშვო ბაღი 50 ბავშვზე იქნება გათვლილი; მოეწყობა დამხმარე ინფრასტრუქტურა, შიდა და გარე სივრცეები. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის.

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში კიდევ 9 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა – რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტების ღირებულება, რომელიც 12 273 921 ლარს შეადგენს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს – მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები