მიტროპოლიტი დიმიტრი: უმნიშვნელოვანესი დღეა სრულიად საქრისტიანოსთვის, წარმატებებს ვუსურვებ პატრიარქს
“უმნიშვნელოვანესი დღეა სრულიად საქრისტიანოსთვის. წარმატებებს ვუსურვებ პატრიარქს,” – ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო ტახტზე შიო III-ს აღსაყდრებაზე საუბრისას განაცხადა.
“დღეს ხდება საქართველოს ეკლესიის ისტორიულ ტახტზე ინტრონიზაცია. გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ გამოარჩია მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III. ვუსურვებ მას წარმატებებს ამ მეტად მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საეკლესიო თანამდებობაზე”, – აცხადებს მიტროპოლიტი დიმიტრი.